მთავარისიახლეებისაზოგადოებაკლინიკა „გულის“ ზუგდიდის ფილიალი 10 წლისაა

კლინიკა „გულის“ ზუგდიდის ფილიალი 10 წლისაა

Published on

საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ ზუგდიდის ფილიალი 10 წლისაა. იუბილე კლინიკამ ანაკლიაში სასტუმრო „პალმბიჩში“ კონფერენციით აღნიშნა.კონფერენციას უძღვებოდა კლინიკა „გულის“ დამუძნებელი ანზორ მელია,შეხვედრას თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგები და რეგიონის ექიმები ესწრებოდნენ.ანზორ მელია ექიმებს კლინიკის მიღწევებზე ესაუბრა.კლინიკა დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ნიჭიერი, ენთუზიასტი ექიმებით, რომელთაგან ბევრს საზღვარგარეთ აქვთ მიღებული გამოცდილება. ექიმთა პროფესიონალიზმი და მომსახურების მაღალი ხარისხი არის ის მიზეზი, რომლის გამო კლინიკა არ უჩივის ავადმყოფთა სიმცირეს.დიაგნოსტიკური ცენტრი ზუგდიდში 2005წელს გაიხსნა. ამ უმოკლეს დროში კლინიკამ უდიდეს წარმატებებს მიაღწია.აქ ხორციელდება სრული კარდიოლოგიური მომსახურეობა
ყველა სახის კარდიოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ფუნქციონირებს: ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტი- სადაც ხდება კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტთა სრულყოფილი გამოკვლევა და დიაგნოსტირება;გადაუდებელი კარდიოლოგიის ბლოკი- სადაც ხორციელდება გულის მწვავე და ქრონიკული პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...