მთავარისიახლეებიპოლიტიკაბერნარ კუშნერი: თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, არის თუ არა ტერორიზმი ის მიზეზი,...

ბერნარ კუშნერი: თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, არის თუ არა ტერორიზმი ის მიზეზი, რის გამოც საქართველომ და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ. ეს შეიძლება იყოს გარკვეული მახე.

Published on

საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  ბერნარ კუშნერი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა და პასუხი გასცა შეკითხვებს რუსეთის, ტერორიზმისა და ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით.

 "ევროპა არ არის მზად, კარი გაუღოს ახალ ქვეყნებს გაფართოებისთვის," –  ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც კუშნერმა გაახმოვანა, როგორც გზავნილი  საქართველოს ხელისუფლებისთვის. 

„რა თქმა უნდა, არ ვიცი დეტალები, მაგრამ ძალიან რთულია პრესის თავისუფლების დაცვა. ეს ყველა ქვეყნის პრობლემაა. ევროკავშირთან პარტნიორობისათვის თქვენ უნდა მისდიოთ გაიდლაინებს, რომ შემდგომში მასთან შეერთება შეძლოთ. ამითვის კი თავისუფალი პრესა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

"მე ვიცი, რომ ევროკავშირის კომისრები არამხოლოდ პრესის თავისუფლებაზე მომუშავე, არამედ სხვებიც, ძალიან ღელავენ ამ საკითხთან დაკავშირებით. არამარტო თქვენს შეკითხვაზე საპასუხოდ, არამედ ზოგადად ვიტყვი, რომ ევროპა არ არის მზად ამ კრიზისის პირობებში კარი გაუღოს ახალ ქვეყნებს გაფართოებისთვის''  – ასე უპასუხა ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა კითხვას  რუსთავი2-ის საქმეზე, რომელიც მას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა დაუსვა.

კითხვაზე,  მოვიდა თუ არა დრო ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა შეიმუშაონ ერთობლივი პოლიტიკა ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად, კუშნერმა განაცხადა,  რომ არსებოდა შეთანხმება სანქციები გამოეცხადებინათ რუსეთისათვის. ,,სანქციების შემდეგი ნაბიჯი არის ომი და ჩვენ ამისთვის არ ვიყავით მზად. თქვენც არ იყავით მზად და პრეზიდენტი ობამაც არ იყო მომზადებული, რომ რუსეთთან ომი დაეწყო. ჩვენ არ ვართ რუსეთთან ომის მომხრე. ამის წარმოდგენაც კი რთულია. ამასთან ჩვენ ვალდებულები ვართ,  რომ რუსეთს წინააღმდეგობა გავუწიოთ. – განაცხადა მან.  

კუშნერს დაუსვეს კითხვა ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებზეც, კერძოდ, რამდენად უნდა ითანამშრომლოს საქართველომ ამ მიმართულებით რუსეთთან. ,,თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, არის თუ არა ტერორიზმი ის მიზეზი, რის გამოც საქართველომ და რუსეთმა შეიძლება ითანამშრომლონ. ეს შეიძლება იყოს გარკვეული მახე. იმედი მაქვს, რომ თქვენზე არ განხორციელდება ტერორისტული შეტევა იმიტომ, რომ არსებობს ამის კონკრეტულისაფუძველი.  – აღნიშნა კუშნერმა, რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეცვალოს თავისი მოსაზრება სირიასთან დაკავშირებით. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა რუსეთთან სირიაში. ვნახოთ რა მოხდება. ვფიქრობ, ჩვენი საერთო შეთანხმება უნდა იყოს რომ ერთად, კოალიციის სახით ვებრძოლოთ ტერორისტულ საფრთხეებს 

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...