მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი.

საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი.

Published on

საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილ სკოტმა ხელი მოაწერეს 2016-2020 წლებში საქართველოსთან გაეროს თანამშრომლობის გეგმას მდგრადი განვითარებისთვის. 
თანამშრომლობის გეგმაში გაწერილია 2016-2020 წლებში საქართველოს მთავრობასთან გაეროს თანამშრომლობის ხუთი პრიოიტეტული მიმართულება – დემოკრატიული მმართველობა, დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა, განათლება, ჯანდაცვა და საზოგადოების უსაფრთხოება და სიცოცხლისუნარიანობა.
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილ სკოტმა  ხელმოწერისას განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის არის გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებს გაერო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობისას. ,,საქართველოსთან გაეროს თანამშრომლობის გეგმის განსახორციელებლად დაახლოებით 156 მილიონი დოლარი იქნება საჭირო, 44 მილიონი უკვე მობილიზებულია. დანარჩენი 112 მილიონი დოლარი კი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება მობილიზებული გაეროს საააგენტოების მიერ. – განაცხადა ნილს სკოტმა. გაერო თავისი 14 რეზიდენტი და 4 არარეზიდენტი ფონდისა და პროგრამის მეშვეობით კვლავაც გააგრძელებს თავის თანადგომას საქართველოს მთავრობის მიმართ იმისათვის, რომ ამაღლდეს კანონის უზენაესობა, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები და გაძლიერდეს სოციალური სამართალი''
ხელმოწერას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. 


 

სიახლეები

გარემოს სააგენტოს ცნობით,22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

ტრამპის თქმით, ომის შემდეგ აშშ უკრაინას “მშვიდობის შენარჩუნებაში” დაეხმარება

Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს

თბილისში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...