მთავარისიახლეებიმსოფლიომძევალთა განთავისუფლების ოპერაცია მალიში წარმატებით დასრულდა

მძევალთა განთავისუფლების ოპერაცია მალიში წარმატებით დასრულდა

Published on

 ტერორისტების მიერ ბომაკოს სასტუმრო Radisson-ში მძევლად აყვანილების გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით დასრულდა.  6 საათიანი ოპერაციის შემდეგ სამართალდამცველებმა ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება შეძლეს, ვინც ტერორისტების ტყვეობაში აღმოჩნდა.

სპეცოპერაციაში მალელ სამართალდამცველებთან ერთად გაეროს მშვიდობისმყოფელები და ამერიკელი სამხედროებიც იყვნენ ჩართულნი. ცოცხალი ძალა ბამაკოში მალის მთავარმა მოკავშირემ, საფრანგეთმაც გაგზავნა.

შენობაში შესულ ძალოვანებს 6 მძევალი მძიმედ დაჭრილი დახვდათ. ყველა მათგანი ბამაკოს საავადმყოფოშია გადაყვანილი. არის მსხვერპლიც, თუმცა დაღუპულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ ვრცელდება. არსებული მონაცემებით ტერაქტის შედეგად 27 ადამიანია დაღუპული.

შტურმის დროს სამართალდამცველებმა ყველა თავდამსხმელი მოკლეს, თუმცა კონკრეტულად რამდენი ტერორისტი მოქმედებდა სასტუმროში ჯერ ჯერობით არ კონკრეტდება.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ–ქაიდას ლოიალურმა დაჯგუფებამ "ალ მურაბიტუნმა " აიღო.

შეგახსენებთ,  შეიარაღებული ტერორისტები სასტუმროში გუშინ დილის ექვს საათზე შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მათ რამდენიმე ადამიანი მოკლეს, რის შემდეგაც შენობის მეშვიდე სართული დაიკავეს. ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს სასტუმროს 30–მდე თანამშრომელი და 140 სტუმარი, რომელთა შორის უმეტესობა უცხოელი ტურისტები იყვნენ, .

პირველი გასროლიდან 20 წუთში სასტუმრო სპეცრაზმის ალყაში იყო. ინფორმაციას შენობაში არსებულ ვითარებაზე ძალოვანები მძევლებისგან იღებდნენ, რის შემდეგაც უკვე შენობის შტურმი დაიწყეს.

 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...