მთავარისიახლეებიმსოფლიოგაერომ მხარი დაუჭირა საფრანგეთის ანტიტერორისტულ რეზოლუციას

გაერომ მხარი დაუჭირა საფრანგეთის ანტიტერორისტულ რეზოლუციას

Published on

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი საფრანგეთის მიერ შემუშავებულ  რეზოლუციას ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების შესახებ  . 

რეზოლუცია 2249-ით საფრანგეთი მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს, "ყველა საჭირო ზომა მიიღონ "ისლამურ სახელმწიფოსთან" და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის მიზნით. 

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაანადგურონ ტერორისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფრები, რომლებიც ისლამურმა სახელმწიფომ და სხვა დაჯგუფებებმა ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე შექმნეს. 

ასევე,  "გააორმაგონ ძალისხმევა და შეთანხმებულად იმოქმედონ ტერორისტული თავდასხმების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით".

დოკუმენტი ასევე გმობს ლიბანში, ტუნისსა და თურქეთში განხორციელებულ მასშტაბურ ტერაქტებს.
რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს 15-ივე წევრმა დაუჭირა მხარი.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...