მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის მერის იმპიჩმენტზე ლაპარაკი ჯერჯერობით მხოლოდ კულუარებში მიდის

თბილისის მერის იმპიჩმენტზე ლაპარაკი ჯერჯერობით მხოლოდ კულუარებში მიდის

Published on

თბილისის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. უკვე გაცემულია პასუხი კითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში  მერის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხი – იმპიჩმენტზე ამ ეტაპზე ლაპარაკი არ არის.

როგორც ცნობილია, გუშინ იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ და  საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერს გუშინ როგორც ბიუჯეტის პროექტი, ისე რიტორიკაც დაუწუნეს და მისი მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გაემიჯნენ. ამასთან თედო კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ თუ საკრებულო არ მიიღებს ბიუჯეტს, რომლის მიმართ  დეპუტატებს ბევრი შენიშვნა აქვთ, ავტომატურად დადგება მერის გადადგომის საკითხი. კობახიძის პასუხად ორი დღეა უმრავლესობა უარყოფს ამ ვარაუდსა და შესაძლებლობას, თუმცა თავადაც აკრიტიკებს განსახილველად წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს. 

აღსანიშნავია, რომ  დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის ბიუჯეტის პროექტს უმრავლესობაც აკრიტიკებს  ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტის პროექტის კრიტიკა მერის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად გამოიგონა, რაც მათი აზრით, შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან. ისინი   დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდი  ახმოვანებს ყოფილი პრემიერის სურვილს, რომელიც მათივე ინფორმაციით, დავით ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილოა და მის გადადგომას ითხოვს. 

დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ საკრებულო მხარს დაუჭერს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს და გამორიცხავს მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას.

„რაც შეეხება ბიუჯეტის შესაძლო დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ცალკეულ წიაღსვლებს იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ვფიქრობ ამას რეალობასთან რაიმე კავშირი არ აქვს. ეს იყოს მხოლოდ პროცედურის განმარტება იურიდიული კომისიის მხრიდან და სხვა არაფერი,“ – განმარტავს დავით ნარმანია. 

სიახლეები

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...

შსს- დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2019 წელს მოქალაქე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს. ოფიციალური ინდორმაციით, 32 წლის...

“მე თვალები თითებად ვაქციე…” – უკრაინელმა ქალმა წიგნი მზერის დახმარებით დაწერა

მარინა ბოროდინა ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. და მას ეს გამოუვიდა. ისწავლა ამერიკულ კინოაკადემიაში, აიწყო კარიერა...

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...