მთავარისიახლეებიმსოფლიოტერორისტების თავდასხმა მალის დედაქალაქ ბომაკოში, 170 მძევალს შორის არის აფრიკის...

ტერორისტების თავდასხმა მალის დედაქალაქ ბომაკოში, 170 მძევალს შორის არის აფრიკის უმდიდრესი ადამიანიც

Published on

ისლამისტების 10 კაციანი ჯგუფი სასტუმრო რედისონში შეიჭრა და 170 ადამიანი მძევლად აიყვანა. ამ წუთებში სასტუმროს მეშვიდე სართულზე სროლის ხმა ისმის. შენობა სპეცრაზმის ალყაშია. თვითმხილველა განცხადებით შემთხვევის ადგილიდან დაჭრილები სასწრაფო დახმარების მანქანებით გაჰყავთ. არიან გარდაცვლილებიც. ამ დროისთვის 6 ადამიანია დაღუპული. ვარაუდობენ, რომ მძევალთა შორისაა აფრიკის  უმდიდრესი ადამიანი – ნიგერიელი მაგნატი ალიკო დანგოტე, რომლის ქონება 14, 7 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.  ეს ქონება მას  შაქრითა და ფქვილით ვაჭრობითა აქვს შეძენილი.   ადგილობრივი   მედიის ცნობით, ალიკო დანგოტე ბომაკოში  მალის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე იყო ჩასული. 

სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც ასევე სამთავრობო დაწესებულებები და საელჩოებია განთავსებული. შეერთებული შტატების დიპლომატიურმა მისიამ ბამაკოში მყოფ თავის მოქალაქეებს ტვიტერის ქსელის საშუალებით მოუწოდა ქუჩაში არ გავიდნენ. 

 

 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...