მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თავისუფალი დემოკრატები'' პაატა ბურჭულაძისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრის შესახებ

,,თავისუფალი დემოკრატები” პაატა ბურჭულაძისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრის შესახებ

Published on

დღეს პაატა ბურჭულაძემ გააკეთა განცხადება, რომ არ გამორიცხავს თავის წასვლას პოლიტიკაში ასევე აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე სასაუბროდ  ირაკლი ალასანიასაც შეხვდა. ,,თავისუფალი დემოკრატები'' ადასტურებენ  ამ შეხვედრას და განმარტავენ, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი ბურჭულაძეა .

„მან გამოთქვა სურვილი, რომ შექმნიდა ფონდს და მომავალში, შესაძლოა შექმნიდა პარტიას. რამდენადაც ვიცი, ირაკლი ალასანიამ უთხრა, რომ ეს ყველას შეუძლია. ეს იყო მხოლოდ პირადი შეხვედრა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევ,“ – განმარტა ნინო გოგუაძემ.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, თავისუფალი დემოკრატების ლიდერს და მომღერალს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ. შეხვედრის თემა კი მისი აზრით, ქვეყნის უკეთეს მომავალთან დაკავშირებით ხედვების გაცვლა იქნებოდა და არა საოპერო ხელოვნება.

თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ ითანამშრომლებენ ყველა ძალასთან, ვინც მათი თქმით, დემოკრატიის, საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებების და საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულია.

აქვე შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შესაძლო გადასვლაზე შეფასებებიპარლამენტშიც გაკეთდა. ეკა ბესელიას კიდევ ერთი პარტიის გამოჩენა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ფონდის შექმნის საკითხს კი, რომელიც კეთილი საქმეების კეთებისკენ იქნება მიმართული, დეპუტატი მიესალმება.

„ალბათ ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი ადგილი არსებულო პოლიტიკურ იდეოლოგიაში ვიპოვოთ. საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, ამდენი პოლიტიკური პარტიით არ მგონია პოზიტიურად წარმოჩინდებოდეს,“ – აღნიშნავს ეკა ბესელია. 

 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...