მთავარისიახლეებიპოლიტიკა" ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 19 % - ს,...

” ნაციონალური მოძრაობის” მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 19 % – ს, ,,ქართული ოცნების” მიმართ – 18 %-ს

Published on

"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" კვლევაში, რომელიც ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას და ცოდნას ეხება,  ერთ-ერთი კითხვა შეეხება მოქალაქეთა დამოკიდებულებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ.
კვლევის შედეგად, კითხვაზე – როგორია მათი დამოკიდებულება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიმართ გამოკითხულთა 18 % აღნიშნავს, რომ დამოკიდებულება დადებითია, 36%-ის დამოკიდებულება ნეიტრალურია, ხოლო 33 % უარყოფითი. 

გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულება შემდეგნაირად გადანაწილდა – დადებითი 19%; ნეიტრალური 31%; უარყოფითი 37%; 

"რესპუბლიკური პარტია" – დადებითი – 10%; ნეიტრალური – 38%; უარყოფითი – 34 %;
გამოკითხვის თანახმად, კოალიციაში შემავალ სხვა პოლიტიკური პარტიების დადებითი განწყობები არ აღემატება 10 %-ს. 
გამოკითხულთა დამოკიდებულება "თავისუფალი დემოკრატებთან" დაკავშირებით ასეთია: დადებითი 19%; 39% პარტიის მიმართ ნეიტრალურად, ხოლო 26% უარყოფითადაა განწყობილი. 
"პატრიოტთა ალიანსი" – დადებითი 13%; ნეიტრალური 30%; უარყოფითი 29%; 
”ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი” ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის 2015 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს საზოგადოებას 25 ნოემბერს წარუდგენს

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...