მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ შოუდ აფასებს

კახი კალაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ შოუდ აფასებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა 4 დეკემბერს უშიშროების საბჭოს სხდომა ჩანიშნა, თუმცა ამ დრომდე უცნობია დაესწრებიან თუ არა სხდომას მთავრობის ადამინისტრაციის წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. საბჭოს წევრი მინისტრები დუმან, ხოლო არაწევრი მინისტრები   აცხადებენ, არ იციან ვინ მივა მთავრობიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 

ამ დრომდე უცნობია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაც. 

დღის წესრიგიდან გამომდინარე კახა კალაძე მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ შოუს მოწყობისგან. მისი თქმით, კრიზისების საბჭოს სხდომაზე უკვე ყველა საკითხი განხილულია.

ენერგეტიკის მინისტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მთავრობამ პრეზიდენტის ოთხი წერილი რეაგირების გარეშე დატოვა.

„მე არ ვაპირებ შოუებში მონაწილეობის მიღებას. ჩემი თხოვნა იქნება, ეს იქნება მინისტრები თუ პრეზიდენტი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას, განვითარებას და არა შოუების და ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას,“ – განაცხადა კახა კალაძემ. 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...