მთავარისიახლეებისაზოგადოებაფრთხილად, ჯორჯ ჰიუიტი შეიარაღებულია

ფრთხილად, ჯორჯ ჰიუიტი შეიარაღებულია

Published on

სოხუმი. 19 ნოემბერი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ მედლით ,,საბრძოლო თანამეგობრობისთვის'' დააჯილდოვა ე.წ. აფხაზეთის საპატიო კონსული დიდ ბრიტანეთში ჯორჯ ჰიუიტი. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა გუშინ, უწყების ხელმძღვანელის მერაბ ქიშმარიას  სამუშაო კაბინეტში.  მედალთან ერთად მას გადაეცა სახელობითი საბრძოლო იარაღი – კარაბინი  СКС.

,,პროფესორი ჰიუიტი უყვართ და პატივს სცემენ მთელ აფხაზეთში – განაცხადა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ცერემონიალზე – მან ბევრი გააკეთა და აკეთებს აფხაზეთის პროპაგანდისთვის მსოფლიოში.''

დაჯილდოების შემდეგ სააგენტო ,,აბხაზია ინფორმისათვის'' მიცემულ ინტერვიუში მედალოსანმა პროფესორმა განაცხადა, რომ  ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა მის ცხოვრებაში. ,,ჯერ კიდევ გუშინ  არც კი ვიცოდი, სად მდებარეობს თავდაცვის სამინისტრო, დღეს კი უკვე აქა ვარ და და საპატიო ჯილდოს ვიღებ. მედლის მიღება უშუალოდ თავდაცვის მინისტრის ხელიდან მეტად დიდი პატივია ჩემთვის.''

,,რაც შეეხება იარაღს, მე  არანაირი სამხედრო გამოცდილება არა მაქვს, მაგრამ კვლავაც ვეცდები გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემზეა დამოკიდებული, აფხაზეთის სიმშვიდის დაცვისთვის. '' – დასძინა მან აფხაზურ ენაზე.

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...