მთავარისიახლეებიეკონომიკა2016 წლის 1-ლი იანვრიდან სიგარეტის ფასი გაიზრდება

2016 წლის 1-ლი იანვრიდან სიგარეტის ფასი გაიზრდება

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია. "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია:
– ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,20 ლარის ოდენობით;
– უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,05 ლარის ოდენობით;
– სიგარებზე ერთ ღერზე და სიგარალებზე 20 ღერზე – 0.4 ლარით;
– ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე – 5 ლარით.
ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5 დან 10 პროცენტამდე. ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება – 10 ლარამდე.
მთავრობის სხდომაზე განხილვის შედეგ "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება.

სიახლეები

გიორგი კინოიანის მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან იკრიბებიან

სამოქალაქო აქტივისტები და ერევანში დაკავებული, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისის გიორგი კინოიანის ახლობლები დღეს, 10...

კახა კალაძის შტაბთან ბანერის დაზიანების გამო შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

9 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერის დაზიანების გამო სისხლის სამართლის...

პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის გამო დონალდ ტუსკმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, NATO-ს წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული კამიკაძე დრონი Геран-2-ების ორი ჯგუფი...

ისრაელმა ყატარის დედაქალაქში “ჰამასის” შტაბ-ბინაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ზალების განცხადებით, მძლავრი და ზუსტი საჰაერო იერიშია მიტანილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე...