მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით პარლამენტს მთავარი პროკურორის პოსტზე დასამტკიცებლად ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარედგინება

საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით პარლამენტს მთავარი პროკურორის პოსტზე დასამტკიცებლად ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარედგინება

Published on

დღეს გამართულ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს  ახალი  მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა. ამ დრომდე იგი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იყო. კენჭისყრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.  საბჭოს 15  წევრიდან შოთაძის კანდიდატურას  13-მა დაუჭირამხარი . არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 14-მა წევრმა. 

საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტს გადაეგზავნება, სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს 6 წლის ვადით პროკურორად ირაკლი შოთაძე. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთი თვის განმავლობაში საჯარო კონსულტაციებს მართავდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, აკადემიურმა წრეებმა პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე და კოტე ჭილაია დაასახელეს. ერთმა კანდიდატმა კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. მათგან თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა. 


დღეს, საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრნენ, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართა. საპროკურორო საბჭომ თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყარა კენჭი. ირაკლი  შოთაძესთან ერთად მთავარი პროკურორის კანდიდატები იყვნენ ლადიმერ გაბრიჩიძე და ნანა რევაზიშვილი. 

 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...