მთავარისიახლეებიმსოფლიოპირველი სამშვიდობო შეთანხმება სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს შორის

პირველი სამშვიდობო შეთანხმება სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს შორის

Published on

ბაშარ ალ-ასადიის სამთავრობო ძალებსა და სირიის დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთით მდებარე გუტას რეგიონში მოქმედ ოპოზიციურ შეიარაღებულ ძალებს შორის, ბრძოლის შეწყვეტის  15 დღიანი  შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც  ჰუმანიტარულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გუტას რეგიონში შესვლისა და მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის საშუალება ექნებათ.ინფორმაცია ამის შესახებ სირიის წყაროებზე დაყრდნობით თურქული საინფორმაციო სააგენტო Haberturk ავრცელებს.  

სირიის რეჟიმი ბოლო 3 წლის განმავლობაში გუტას რეგიონს ვარილური ბომბებით ბომბავდა და ამ რეგიონში საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შესვლის უფლებას არ აძლევდა ეს არის  პირველი სამშვიდობო შეთანხმება სირიაში მიმდინარე ხუთწლიანი შიდა კონფლიქტის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გავრცელდა აშშ სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადება, რომ  სირიაში უახლოეს კვირეებში უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ამ პროცესის დაწყება დამოკიდებულია იმაზე,რამდენად სწრაფად მიიღებს ოპოზიცია გადაწყვეტილებას  მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდეს არაბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბაშარ ასადთან. – იუწყება,,ნიუ იორკ თაიმსი''.

 სახლმწიფო მდივნის  თქმით, აუცილებელია მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს რუსეთი და ირანიც. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვჭირდება  სირიაში პოლიტიკური პროცესების დაწყების ორგანიზება, დაზავება იქნება გიგანტური ნაბიჯი ამ მიმართულებით. – წერს რია ნოვოსტი.   

კერი აღნიშნავს, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება პოლიტიკური ცვლილებები არაბეთის რესპუბლიკაში, მით უფრო სწრაფად იკლებს ძალადობის დონე  და მაშინ შესაძლებელი გახდება ისლამური სახელმწიფოსა და ,,ჯაბახათ ან ნუსრას'' დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმართული  სტრატეგიის რეალიზება. იგი ამავე დროს თვლის, რომ უდა მოხდეს აშს ს საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო ოპერაციების კოორდინირება,მაგრამ მსგავსი თანამშრომლობა ვერ შედეგება, სანამ სირიაში დროებითი ზავი არ დამყარდება. 

 

 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...