მთავარისიახლეებისაზოგადოებანარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქალაქ ზუგდიდის მერის ახლო ნათესავი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქალაქ ზუგდიდის მერის ახლო ნათესავი დააკავეს

Published on

ზუგდიდში, 17 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ "კეთილმოწყობის ცენტრის" თანამშრომელი გიორგი ცხონდია დააკავეს. სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 გრ. ნარკოტიკული საშუალება მეტადონი "კრისტალი" აღმოუჩინეს. დაკავებული გიორგი ცხონდია ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას ახლო ნათესავია. ფაქტზე ქალაქის მერს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება დაკავებულს, შსს -ის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე მუხლის მე -3 ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...