მთავარისიახლეებისაზოგადოებამოხვდება თუ არ ოკაცე სადაივინგო მარშრუტებში?

მოხვდება თუ არ ოკაცე სადაივინგო მარშრუტებში?

Published on

საქართველოში ბევრი ისეთი აუთვისებელი ადგილია, რომლებმაც ადვილი შესაძლებელია კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნების ცნობილ ტურისტულ ერთეულებს.

 ერთ-ერთი ასეთი ადგილით  რუსული „National Geographic“დაინტერესდა. მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდთან“ ერთად ორთვიან ექსპედიციაში ჟურნალისტი ვიქტორ ლიაგუშკინი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მათ მოინახულეს ოკაცეს კანიონი. ლიაგუშკინმა ფოტო მასალის გაკეთებისას მთავარი აქცენტი ტურიზმის სახეობაზე- „დაივინგზე“ გააკეთა.

როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჯულაყიძე  აცხადებს, დაივინგისათვის არსებული შესაძლებლობებით ოკაცეს კანიონმა, შეიძლება, კონკურენცია გაუწიოს  სახელგანთქმულ ადგილებს. მისი თქმით, მსოფლიოში მხოლოდ ორი ადგილია, სადაც მყვინთავებს მაქსიმალური სიამოვნების მიღება შეუძლიათ:

"ასეთი ადგილები შვეიცარიასა და კანადაშია, სადაც ჩასული მყვინთავები მთის მდინარეების წყლებქვეშ დაცურავენ. ამ ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც მყინთავებს ჩასვლა მხოლოდ ორი თვით შეუძლიათ, ოკაცეს კანიონის უნიკალურობაში იმაში მდგომარეობს, რომ  აქ 9 თვის განმავლობაშია ტურიზმის ამ სფეროს მომსახურება შესაძლებელი. ჩვენთან გადაადგილებაც უფრო ადვილია, ვიდრე კანადაში, სადაც ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად 1 200 კილომეტრი უნდა იფრინო, რათა მოახერხო ორივე კანიონში ყვინთვა.“

აღნიშნულის შესახებ ცნობები მოხვდება “National Geographic“-ში, თუმცა ჯერ, როგორც ჯულაყიძემ გვითხრა, „პირველ ეტაპზე, მიმდინარეობდა ორთვიანი ფოტოგრაფირება, შემდეგი ეტაპი არის ექვსთვიანი ექსპედიცია და კანიონების დათვალიერება-შესწავლა, ამის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს სტატიის დაბეჭდვა".

 მოხვდება თუ არ ოკაცე სადაივინგო მარშრუტებში, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა სერვისს შესთავაზებენ  ადგილობრივები დაინტერესებულ ტურისტებებს.

წყარო: travelingeorgia

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...