მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: ერთადერთი რეალური საფრთხე, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციას ემუქრება, მთავრობის ქმედებებია

დავით ბაქრაძე: ერთადერთი რეალური საფრთხე, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციას ემუქრება, მთავრობის ქმედებებია

Published on

"ტრაგიკომიკური", – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ირაკლი ღარიბაშვილისა და თეა წულუკიანის ბრალდებებს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  ბრიუსელში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, რომ   მაღალი ალბათობით, საქართველოს წლის ბოლოს ექნება პოზიტიური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა  ნაციონალურ მოძრაობას არ სურს საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა.

"ერთადერთი ვინც ბრიუსელში, ევროკავშირში, ასევე ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ჩემს მინიტრებს დაუდასტურეს, რომ გაოცებულები ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს – თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები. მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ხალხის და ქვეყნის", – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

"ბაქრაძე და, რა თქმა უნდა, კანდელაკი ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან რომ საქართველო უვიზო მიმოსვლას არ იმსახურებს", – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. წულუკიანი ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და ამავე გუნდის წევრი გიორგი კანდელაკი საქართველოსთვის "ძირგამომთხრელ" საქმიანობას ეწევიან. 

"არა მხოლოდ ბრიუსელის ამ ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე თვეა ძალიან ბევრჯერ მე პირადად მსმენია ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან, რომ პირადად დავით ბაქრაძე და რა თქმა უნდა გიორგი კანდელაკი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველ არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას და თუ ეს გაკეთდება, მთავრობაზე ევროპა დაკარგავს ბერკეტს. რა ბერკეტს გულისხმობენ, ეს თავად უნდა გვითხრან. მაგრამ ის, რომ ეს არის ამგვარი პოზიციები ძირგამომთხრელი და ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის ხელშეშლა ეს არის აშკარა," – აცხადებს თეა წულუკიანი.ბაქრაძე ამბობს, რომ ის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს ქვეყნისთვის ვიზა ლიბერალიზაციის დროულ ამოქმედებას.

დავით ბაქრაძე უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ  პრობლემის   ოპოზიციაზე გადაბრალების ნებისმიერი მცდელობა უბრალოდ ტრაგიკომიკურია და ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების  გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება კვებავს ჩვენს მოსახლეობას მეოთხე წელია, ნაცვლად გაკეთებული საქმისა და შესრულებული დაპირებებისა,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.  – "ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციაზე, ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას. მაგრამ უნდა გვესმოდეს, დღეს ვიზა ლიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი რეალური საფრთხე და ეს საფრთხე მთავრობის ქმედებებია ''

სიახლეები

შსს-ს თანამშრომელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი სუიციდზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა...

ელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ე.წ. ქოლცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან...

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...