მთავარისიახლეებიპოლიტიკასუს-ის აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ შარშან მილიონ 400 ათას ლარზე მეტი...

სუს-ის აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ შარშან მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა

Published on

მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა 2014 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ, სახელფასო დანამატის ჩათვლით.

2015 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით კი ეს თანხა დაახლოებით მილიონ 124 ათასი ლარია. ამ მონაცემებს უწყებიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით IDFI აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, პრემიებსა და დანამატებზე ინფორმაცია უწყებიდან მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრეს საბჭოს ქმედება, რომელმაც უარი განუცხადა მიეწოდებინა ინფორმაცია თანამდებობის პირთა პრემიებისა და დანამატების შესახებ.

ორგანიზაციის შეფასებით, 2014 წლიდან საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის პრაქტიკა დანამატების გაცემის პრაქტიკამ ჩაანაცვლა. 

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, სავარაუდოდ, გაირკვევა, გაიზრდება თუ არა 2016 წლის ბიუჯეტში უსაფრთხოების სამსახურისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის დაფინანსება.

ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობას გამორიცხავენ ფინანსთა სამინისტროში და აცხადებენ, რომ საჭიროება არ არსებობს.

აღნიშნულ თემას ნაციონალურ მოძრაობაშიც გამოეხმაურნენ.

“სუს-ი დაკავებულია მხლოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით. ამ სტრუქტურას გინდა გაუორმაგე, გინდა გაუსამმაგე, მოსასმენი აპარატურა აქვთ, ყველა სტრუქტურა მუშაობს ამ მიმართულებით,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...