მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანიკა თბილისის მეტროში

პანიკა თბილისის მეტროში

Published on

 

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მეტრო "თავისუფლების მოედნიდან" მატარებელსა და სადგურში მყოფი მგზავრები ზემოთ აიყვანეს და გვირაბის ბაქნისკენ არ უშვებენ, სადგური დაკეტილია. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.
შსს აცხადებს, რომ შესაბამისი ბრძანება მათგან არ მომდინარეობს.  
 მეტროს სამსახურმა ჯერ განაცხადა, რომ ამ სადგურიდან ვარკეთილამდე ელ. ენერგია არაა გვირაბში და მატარებლები ვერ იმოძრავებსო, მოგვიანებით კი  ინფორმაცია შეცვალეს და განაცხადეს, მეტროსადგურ „სამას არაგველზე“ მატარებლის ვაგონი დაზიანდაო.  ხალხი პანიკაშია. რა ხდება სინამდვილეში? 

„მეტროსადგურ „სამას არაგველზე“ დაზიანდა მატარებელი, კერძოდ, ავატოგადასაბმელი. ტექნიკური სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ველოდებით, რომ მოძრაობა ორ საათში აღდგება. მანამდე კი მეტროსადგურის პირველი ხაზი სრული დატვირთვით იმუშავებს. აღნიშნული ინციდენტის გამო მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ ვარკეთილამდე მოძრაობა ორი საათი შეიზღუდება.“, – განაცხადეს მეტროს პრესსამსახურში.

 

 

 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...