მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უნდა გადაუჭირონ ქამრებს, ნაკლები ჯიპები იყიდონ, ნაკლები პრემიები მიიღონ" - ირაკლი ალასანია

“უნდა გადაუჭირონ ქამრებს, ნაკლები ჯიპები იყიდონ, ნაკლები პრემიები მიიღონ” – ირაკლი ალასანია

Published on

გაეზრდება თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაფინანსება? როგორც ცნობილია, ამის ინიციატორები თავისუფალი დემოკრატები არიან. მათთვის მიუღებელია მთავრობის ის განმარტებები და რეაქცია, რაც მოყვა დაფინანსების გაზრდის საკითხს.

ირაკლი ალასანია მოუწიდებს მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯები შეამციროს.

"უნდა გადაუჭირონ ქამრებს, ნაკლები ჯიპები იყიდონ, ნაკლები პრემიები მიიღონ, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯებში უკვე გამოჩნდა, დააფინანსონ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები, კონტრტერორისტული ცენტრი და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი," – განმარტავს ირაკლი ალასანია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერს მიაჩნია, რომ დაფინანსების გაზრდასთან ერთად, ამ უწყებებს შორის რეალური კოორდინაცია უნდა ხდებოდეს. 

ნაციონალურ მოძრაობაში საკითხის განხილვის მომხრე არიან. თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხზე მსჯელობა უშიშროების საბჭოს ფორმატში უნდა შედგეს.

"გაორმაგება არ უნდა მოხდეს მექანიკურად, არც ისე, როგორც ესმის მეჭიაურს ან ალასანიას. სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ ჩვენ უშიშროების საბჭოს მოწვევა პრეზიდენტის მიერ, რათა ზუსტად განისაზღვროს გაზრდილი საფრთხეები და ზუსტად ჩამოაყალიბოს სტრუქტურამ მისი საჭიროებები. ალბათ, ზუსტად ახლა ამ ახალი საფრთხეების წინაშე დადგა დრო, რომ ამ სტრუქტურას მართლაც განესაზღვროს ის ფუნქცია, რომელიც რეალურად უნდა ქონდეს. ის ამ წუთებში ოპოზიციას კი არ უნდა დასდევდეს და დაკითხვებზე კი არ უნდა იბარებდეს, ის სწორედ ამ საფრთხეების აღმოფხვრით უნდა იყოს დაკავებული," – აცხადებს გივი თარგამაძე. 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...