მთავარისიახლეებიეკონომიკამთავრობის შენახვის ხარჯები 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი, მაშინ, როცა პენსიის...

მთავრობის შენახვის ხარჯები 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი, მაშინ, როცა პენსიის 50 ლარით გაზრდისთვის 420 მილიონი ლარია საჭირო

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობაში გადის კითხვით ,,პენსია თუ პრემია?'' და იწყებს ხელმოწერების შეგროვებას "ერთად უნდა ვაიძულოთ მთავრობა გაზარდოს პრემია," – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. 

იგი მოუწოდებს მთავრობას საკუთარ კომფორტს პენსიონერებისთვის ცხოვრების გაუმჯობესება არჩიონ.

"3 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება დადგა მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე. შემცირდა ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობის დონე, გაიზარდა სიღარიბე, ამან განსაკუთრებით  იმოქმედა პენსიონრებზე. მათი პენსია დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო უფრო ნაკლებია, ვიდრე 3 წლის წინ. გაძვირდა წამალი, გაძვირდა პროდუქტი, გაძვირდა ცხოვრება. ვითხოვთ, გადაიდგას საგანგებო ნაბიჯი პენსიონერთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 50 ლარით პენსიით მატება 420 მილიონი ლარი დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს. 2012 წელთან შედარებით 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი მთავრობის შენახვის ხარჯები. ამ თანხის პენსიონრებისთვის გამოყოფაა საჭირო. რა ჭირდება ქვეყანას პრემია, თუ პენსია? – ჩვენ ვფიქრობთ, რომ პენსია".

შეგახსენებთ,   ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკვე რამდენიმე თვეა 2016 წლიდან პენსიის 50 ლარით ზრდას ითხოვს.

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...