მთავარისიახლეებიმსოფლიო,,დიდი ოცეულის" სამიტის მთავარ თემად პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები იქცა

,,დიდი ოცეულის” სამიტის მთავარ თემად პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები იქცა

Published on

,,დიდი ოცეულის" სამიტი წუთიერი დუმილით დაიწყო. შეხვედრის მონაწილეებმა  პატივი მიაგეს პარიზში დაღუპულებს.  სამიტის მთავარ თემად პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა იქცა. 

სამიტის პირველ დღეს სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ევროპას მიგრანტების მიმართ აკისრია. "ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს იმის შესახებ, რომ ტერორიზმის ნებისმიერ ფორმაზე უფრო ძლიერები ვართ", – განაცხადა მერკელმა. 

 პარიზის ტერაქტები დაგმო მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის პრეზიდენტმა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც. დევიდ კემერონის თქმით, სიმშვიდის გარანტი მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს ბოლომდე განადგურება იქნება.

თეთრი სახლის ინფორმაციით,სირიის კონფლიქტსა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე ისაუბრეს ვლადიმერ პუტინმა და ბარაკ ობამამ თავიანთ  ერთ-ერთ პირველი მაღალი რანგის შეხვედრაზე, თავად მათ  შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

". 

სიახლეები

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. ამის შესახებ იურისტებმა საგანგებო...

ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს ჰპირდება ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მკაცრ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ...

სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანა უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია – პოდოლიაკი

“მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ...

ახვლედიანი რიჟვაძეზე- თვალის მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში

თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულმა, ალექსი ახვლედიანმა ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას...