მთავარისიახლეებისაზოგადოება78 წლის ციალა ჯოჯუა დახმარებაზე უარს ამბობს და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

78 წლის ციალა ჯოჯუა დახმარებაზე უარს ამბობს და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

Published on

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, სადაც მეცხრამეტე დღეა 78 წლის ციალა ჯოჯუა შიმშილობს. მასთან დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, თუმცა მოშიმშილე ქალმა უარი განაცხადა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურებაზე.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ციალა ჯოჯუას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, ამასთან დაპირდნენ, რომ სანამ სამართლებრივი დავა დასრულდება მათ მიერ ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა მოშიმშილე ქალა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ამასთან, ციალა ჯოჯუას შვილის განცხადებით, თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება,  ის პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხლისუფლების წარმომადგენლებს აკისრებს.ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას განცხადებით, მათ ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია მოშიმშილესთან, თუმცა მათ მიერ შეთავაზებულ პირობებზე ისინი არ თანხმდებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ 78 წლის ციალა ჯოჯუას მეცხრამეტე დღეა შიმშილობს. მოშიმშილე იმ  საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მისი თქმით თაღლითური გზით წაართვეს. მათი განცხადებით, შიმშილობის აქციას მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

სიახლეები

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...

ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცამა, „აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მედიის ცნობით,...

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის ფონზე ბარელი ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბა

ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებების გამო 8 მარტს ბარელი ნავთობის...