მთავარისიახლეებიმსოფლიოხანძარი კალეს სირიელ ლტოლვილთა ბანაკში. შურისძიება თუ შემთხვევითობა?

ხანძარი კალეს სირიელ ლტოლვილთა ბანაკში. შურისძიება თუ შემთხვევითობა?

Published on

წუხელ 0 საათსა და 15 წუთზე საფრანგეთის ქალაქ  კალეში მდებარე სირიელი ლტოლვილების თავშესაფარში ე.წ ”ჯუნგლებში ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სხვა საცხოვრებლებზეც გავრცელდა და  მთლიანობაში 2500 კვ.მ. დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მეხანძრეებმა ცეცხლის სრულად ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.” 

 კალეს პრეფექტის მოადგილე დენი გოდენი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  ფრანგების გარკვეულმა ჯგუფმა ამ ფორმით იძია  შური 13 ნოემბრის ტერაქტებისთვის. ხანძარი მისი  განცხადებით შემთხვევითობის ბრალი იყო და ცეცხლი ლტოლვილთა კარვის კედელს გამათბობლიდან ან ნათურიდან გადაედო. 

”ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ინციდენტი დაკავშირებულია პარიზის ტერაქტებთან და ეს შესაძლოა ექსტრა-მემარჯვენეების ნახელავი იყო. ვაცხადებ. რომ ამ შემთხვევებს საერთო არაფერი აქვს. უამისოდაც ბევრი პრობლემაა ამ ქვეყანაში”- განაცხადა ქალაქ კალეს მაღალჩინოსანმა.

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...