მთავარისიახლეებისამართალიადვოკატ მდინარაძის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული პოლიციის განყოფილების უფროსი დაკავებულია

ადვოკატ მდინარაძის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული პოლიციის განყოფილების უფროსი დაკავებულია

Published on

 შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკველია დაკავებულია, მას ბრალი ედება  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობაში 

 ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გიორგი მდინარაძის მონაწილეობით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბილოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციის ყოფილ უფროსს ემუქრება  თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, ადვოკატ გიორგი მდინარაძის განცხადებით, პოლიციაში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მისულს,  ხელბორკილები დაადეს და ისე სცემეს. 
"მე შევედი მათთან და ვუთხარი, რომ ჩემმა კლიენტმა, არასრულწლოვანმა დუმილი აირჩია. ამის შემდეგ წავდით გამომძიებელთან დაკითხვის დასაწყებად. ამასობაში ეს პირი მოვიდა და დამიწყო თავის დარტყმა და უნდოდა პროვოკაციაზე წავსულიყავი. მე კარგად ვიცნობ პოლიციელებს და თავი მაქსიმალურად შევიკავე, რადგან შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო ჩემს წინააღმდეგ. ჩემი მხრიდან არ ყოფილა სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი. მიუხედავად ჩემი მოწოდებისა დაწყნარებულიყო, მან ხელი დამარტყა. შემდეგ გასცა ბრძანება ჩემი დაკავების და ხელბორკილები დამადეს. მცემდნენ ხან თავით, ხან მირტყამდნენ ხელს მხოლოდ მარჯვენა მხრიდან", – განაცხადა გიორგი მდინარაძემ. 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...