მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავი 2 -ის გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის ფინანსურ მართვაში შექმნილ სირთულეებზე ...

რუსთავი 2 -ის გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის ფინანსურ მართვაში შექმნილ სირთულეებზე პასუხისმგებლობას დვალსა და საყევარიშვილს აკისრებს

Published on

ახალი გადაწყვეტილების მიუხედავად რუსთავი 2-ს ფინანსურ მართვაზე პასუხისმგებლები დვალი და საყევარიშვილია – ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ გააკეთა. გვარამია არ გამორიცხავს, რომ თუ დვალი და საყევარიშვილი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, შესაძლოა მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

"კომპანიის ფინანსური მმართვა უწევს იმას, ვისაც დაეკისრა საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვთ. ეს ადამიანები, დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი. მათ ამის გაკეთება შეუძლიათ დისტანციურად. მათ აქვთ სრული წვდომა საბანკო ანგარიშებთან. ჩვენ ეს წვდომა არ გაგვაჩნია და ვერც დავეხმარებთ, ძალიანაც რომ გვინდოდეს. კეთილი ინებონ და პასუხისმგებლობა შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მდგომარეობა იძლევა დანაშაულის შემადგენლობას. იმიტომ, რომ არ მოხდება გადასახადის დეკლარირება და მისი გადახდა დროულად. ეს 50 ათას ლარს აღემატება და როგორც კი ამ თანხას სცდება, ეს საგადასახადო დარღვევიდან სისხლის სამართლის დარღვევაში გადადის. მე ეს სულაც არ მიხარია, ბატონი დვალი დარწმუნებული ვარ რომ შეცდომაშია შეყვანილი," – აცხადებს ნიკა გვარამია. 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...