მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია ურთმელიძის დაჩქარებულ გადაწყვეტილებას სრულ სამართლებრივ დომხალსა და ფიქციას უწოდებს

ნიკა გვარამია ურთმელიძის დაჩქარებულ გადაწყვეტილებას სრულ სამართლებრივ დომხალსა და ფიქციას უწოდებს

Published on

"სრული სამართლებრივი დომხალია, ეს არის ფიქცია", – ასე ეხმაურება ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას  რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება აღუდგა. 

"ეს გადაწყვეტილება უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ურთმელიძემ შექმნა, ფესვდომართლმსაჯულებით. ჯერ ერთი, რა საჩქარო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობს. 

მე გეტყვით ეს რატომაც არის საჩქარო. ამ გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს, რომ უკვე აღარ არის ზიანის საფრთხე და შესაბამისად საკონსტიტუციო სასამარლოს დაუსაბუთონ, რომ ნორმები არ უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ პრობლემა ამოწურულია. სინამდვილეში ცხადია, რომ პრობლემა ამოწურული არ არის.

ამ განჩინებთ დვალი განარიდეს პროცესებს. ვულოცავ, იქნება გადარჩეს. დატოვეს საყევარიშვილი, რომელსაც არანაკლები საფუძველი აქვს, რომ იყოს მიკერძოებული. 

ვიდრე სააპელაციო სასამართლო ამ დროებითი მმართველობის შესახებ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს,  ეს არაფერს ნიშნავს. ეს განჩინება ისევ ურთმელიძესთან საჩივრდება. შეიძლება ხვალ გაასაჩივრონ. სრული სამართლებრივი დომხალია, რასაც ურთმელიძე და სასამართლო სისტემა აკეთებს. მე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს გადაწყვეტილება არის ფიქცია და შექცევადია ხვალვე და ამაზე დაყრდნობით არ შეიძლება იმ ნორმების შეჩერებაზე უარის თქმა, რასაც ჩვენ ვითხოვთ," – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...