მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჯარს მიხედე რა, სანამ გამოგათრიე მაგ სამინისტროდან“, - ირმა ინაშვილი თინა ხიდაშელს...

„ჯარს მიხედე რა, სანამ გამოგათრიე მაგ სამინისტროდან“, – ირმა ინაშვილი თინა ხიდაშელს ემუქრება

Published on

ირმა ინაშვილი თინა ხიდაშელს გამოეხმაურა. მან პასუხი გასცა ხიდაშელის იმ სტატუსს სოციალურ ქსელში, სადაც მინისტრი პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის შეხვედრაზე საუბრობდა პატრიოტთა ალიანსის წევრებთან და აცხადებდა, რომ ამ შეხვედრის გამო კითხვები აქვს ჩიხრაძესთან.

ინაშვილმა თინა ხიდაშელს მიმართა და განაცხადა, რომ ფიქრია ჩიხრაძეს არანაირი შეფასებები არ გაუკეთებია. „ჯარს მიხედე რა, სანამ გამოგათრიე მაგ სამინისტროდან“, – ასე მიმართა ინაშვილმა თინა ხიდაშელს.

„ვაფასებ იმას, რომ გამოაგზავნა ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე. მან ასევე მოგვთხოვა ინფორმაცია, ფაქტები, რაც გვაქვს საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით. არავითარი შეფასებები ქალბატონ ფიქრიას არ გაუკეთებია და, რომც გაეკეთებინა, რა თინა ხიდაშელის საქმე და პრეროგატივაა. ჯარს მიხედე რა, სანამ გამოგათრიე მაგ სამინისტროდან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსის წევრები საგარეჯოში შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და შიმშილობენ. ისინი რესპუბლიკური პარტიის წევრი მინისტრების გიგლა აგულაშვილისა და თინა ხიდაშელის გადადგომას ითხოვენ, რომლებიც ჩართული იყვნენ ინაშვილის კონკურენტის თამარ ხიდაშელის წინასაარჩევნო კამპანიაში. 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...