მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს და ვადის ამოწურვამდე იქ იქნება! -...

გიორგი მარგველაშვილი რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს და ვადის ამოწურვამდე იქ იქნება! – ფიქრია ჩიხრაძე

Published on


 პრეზიდენტის მიერ რეზიდენციის დატოვების საკითხი დახურულია და არ განიხილება – აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე – მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პრეზიდენტებიც სწორედ ამ სასახლეში გააგრძელებენ მოღვაწეობას.

"იურიდიულ დეტალებში არ შევალ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ამ შენობაში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია. ხელისუფლებისათვის კარგა ხანია ცნობილია, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. საჭიროდ არ მიგვაჩნია, რომ ამ თემაზე საუბარი დაუსრულებლად გაგრძელდეს. ქართული დემოკრატიისათვის სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ვფიქრობ, ამაზე აღმასრულებელი ხელისუფლებაც უნდა ზრუნავდეს, საკანონმდებლოც და ყველა მოქალაქეც. ეს აჟიოტაჟი ჯანსაღი არაა და კარგს არავის მოუტანს. სანამ პრეზიდენტის მრჩეველი გავხდებოდი, მანამდეც ამ პოზიციაზე ვიყავი და ხმამაღლაც არაერთხელ დამიფიქსირებია. შესაძლოა, თავის დროზე არსებობდა კითხვა – უნდა დახარჯულიყო თუ არა ამხელა თანხა პრეზიდენტის რეზიდენციის ასაშენებლად, მაგრამ ეს თანხა უკვე დახარჯულია და შენობა სწორედ ამგვარი საჭიროებისთვისაა განკუთვნილი. არავის მხრიდან არ იქნება გონივრული საქციელი, უკვე გაწეული ხარჯი წყალს გავატანოთ და ახალი ფუნქციის მონახვაზე დავიწყოთ ფიქრი. გიორგი მარგველაშვილი რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს და ვადის ამოწურვამდე იქ იქნება! ეს საკითხი აღარ განიხილება. იგი როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად არაერთგზის განხილული და ჩვენი მხრიდან დახურულია", – აღნიშნავს  ფიქრია ჩიხრაძე.

"რომელ შენობაშიც უნდა განთავსდეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უშიშროების საბჭო, რომელიც ასევე ავლაბრის რეზიდენციაში ფუნქციონირებს, ხარჯი ყველგან იგივე იქნება. ის არანაირად არ შემცირდება. ათონელის რეზიდენციას რაც შეეხება, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა დანიშნულებით გამოიყენებს მას – სამთავრობო შენობის სტატუსს მისცემს თუ აუქციონზე გამოიტანს. რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, შემდგომი პრეზიდენტებიც ამ სასახლეში გააგრძელებენ მოღვაწეობას. არ ვიცი. რატომაა ბიძინა ივანიშვილისათვის მარგველაშვილის რეზიდენციიდან გამოსვლა პრინციპულად მნიშვნელოვანი, შესაძლოა, ყველაფერი პირად საკითხებზე გადიოდეს. თავად გიორგი მარგველაშვილი ასეთ თემებზე კომენტარს არ აკეთებს და მეც, როგორც მრჩეველი, მის ამ დამოკიდებულებას პატივს ვცემ და ვიზიარებ", – აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...