მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი ესტუმრა

საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი ესტუმრა

Published on

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი საქართველოს ესტუმრა. 

 უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს მოგერინი შეხვედრებში  უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელთა განხილვა იგეგმება მის ოფიციალურ შეხვედრებში,საქართველოს პრეზიდენტთან , პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავჯდომარესთან, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან    მედიის, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება იქნება. 

დაგეგმილია ასევე, მოგერინის სიტყვით გამოსვლა გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დონის კონფერენციაზე. 

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ასევე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ.ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩავა.

ამ დროისათვის უმაღლესმა კომისარმა უკვე დაასრულა პირველი ოფიციალური შეხვედრა. იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საუბარი შეეხო იმ ახალ ტენდენციებს, რაც შეინიშნება სამხრეთ კავკასიაში.

"ჩვენ გავიარეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პრაქტიკულად ყველა ასპექტი, უსაფრთხოების თემებიდან დაწყებული ვიზალიბერალიზაციის პროცესით დამთავრებული და ყველა მიმართულებით აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი, ასევე აღინიშნა ის, რომ საქართველოსა და ევროკავშირსა შორის ურთიერთობა დაგეგმილი ტემპით და მიმართულებებით გრძელდება. ჩვენ უფრო და უფრო უკეთესი ახალი ამბები შესაძლოა გავიგოთ. ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ქალბატონი მოგერინი არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს ხედავს სათანადოდ, არამედ საქართველოს როლს, რეგიონში უსაფრთხოების სისტემის აწყობის და განვითარების თვალსაზრისით," – განმარტა დავით უსუფაშვილმა. 

სიახლეები

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

საკადრო ცვლილებები უკრაინის დიპლომატიურ სამსახურში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო...