მთავარისიახლეებიპოლიტიკაფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადაევროკო, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ მტკიცედ დააფიქსიროს ...

ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადაევროკო, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ მტკიცედ დააფიქსიროს ევროპული მისწრაფება

Published on

დღეს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და  ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვედრა. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გახილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხები, ასევე  წინასაარჩევნო გარემო და მასთან კონტექსტში  სასამართლოსა და მედია დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის მნიშვნელობის საკითხები.
ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ   ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანამ მტკიცედ დააფიქსიროს თავისი საკუთარი ევროპული მისწრაფება. საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს განხილვისას მან ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტის როლს დაძაბულობის განმუხტვის კუთხით პოლიტიკურ ძალათა შორის დიალოგის წარმართვის პროცესში.
"ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის როლი დაძაბულობის განმუხტვის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკი. ჩემთვის ცნობილია, თქვენი პირადი წვლილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით", _ აღნიშნა მოგერინიმ.
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა . 
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის საქართველოს მხარდაჭერისთვის. "ქვეყნის ევროპული არჩევანი, არა მარტო რომელიმე პოლიტიკური ჯგუფებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მისწრაფებაა, არამედ ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცის საკითხებზე და მჯერა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოზიტიური მიღწევები ექნება", _ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სიახლეები

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...

ვისაც დავალება არა აქვს, ყველასთან მზად ვართ… შედგეს პირველი დებატები – კობახიძე

-ინტერპრესნიუსი- მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები...