მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი რუსთავი 2 –ის საქმეზე საერთაშორისო გამოხმაურებებს ,,უმეცარს'' უწოდებს და აცხადებს,...

ივანიშვილი რუსთავი 2 –ის საქმეზე საერთაშორისო გამოხმაურებებს ,,უმეცარს” უწოდებს და აცხადებს, რომ ,,ქართველ ხალხს არ აინტერესებს, რას იტყვიან ისინი”

Published on

მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საქართველოსი ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებას აფასებს.

იგი  რუსთავი 2 – ის საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებებს პასუხობს და მათ განცხადებებს "უმეცარს" უწოდებსივანიშვილი ფიქრობს, რომ ქართველ ხალხს არ აინტერესებს რას იტყვიან "ისინი"

"უამრავი უმეცარი განცხადება გააკეთა "სახალხო პარტიამ". ის ისეთივე აღშფოთებული იყო არჩევნების დროს, როცა მე "ტელევიზორებს და მაცივრებს ვარიგებდი". იგივე ევროსაბჭომ და ეუთომ – რამდენიც გნებავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფლება გვაქვს, ყურად არ ვიღოთ მათი განცხადებები. რა თქმა უნდა, დღევანდელ მათ განცხადებებს ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ, ვპასუხობთ, სადაც საპასუხოა, მაგრამ ის, რასაც სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა თავის დროზე ახერხებდნენ, რომ გარედან უნდა იმართოს ქვეყანა, ქართველი ხალხი არავინ არ არის და არაფერს ნიშნავს, რას იტყვიან "ისინი", იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე არ იქნება და ვერც იქნება," – განაცხადა ივანიშვილმა.  

იგი თვლის, რომ მოსამართლე ურთმელიძე კონსტიტუციიდან არ გასულა. დვალს, აქიმიძეს და ხალვაშს აქვთ უფლება იდაონ წართმეულ ქონებაზე. მთავრობაში არავინ არ არის ბრიყვი, მით უმეტეს, ჩემზე მიანიშნებენ ყველაზე მეტს, რომ ამის ჭკუა არ მყოფნიდა, რომ ეს კოზირი გადამეგდო მათთვის. სამართლებრივად არავის დაუსაბუთებია, რომ ურთმელიძემ კანონი დაარღვია. თუ ვინმეს არ მოსწონს ურთმელიძის გადაწყვეტილება და პოლიტიკურად ეს ჩვენ ძალიან გვაზიანებს, ამისთვის არსებობს სასამართლო და მხოლოდ სასამართლო. შემდეგმა ინსტანციებმა უნდა გასცენ პასუხი და აღარ უნდა დარჩეს აღარანაირი ეჭვი," – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...