მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა გიგა ბოკერიას მოსყიდულია

ივანიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა გიგა ბოკერიას მოსყიდულია

Published on

"ბოკერია პირადად ხარჯავდა ათეულობით მილიონს სააკაშვილის ლობიზმზე. ძალიან დიდი თანხაა ნაღდი გაცემული,. 500 ათასი, 900 ათასი, ფაქტები დევს პროკურატურაში,"- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის თემაზე ბოლო დროს ამერიკასა და ევროპაში გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. 

"ჩვენ ანგარიშს ვუწევთ ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებას, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ვცდილობთ ისინი დავარწმუნოთ ჩვენს გულწრფელობაში და ესე იქნება ეხლაც. შეშფოთება არის გადაჭარბებული. საფუძველი ამის გახლავთ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ახერხებდა ამერიკაში და სხვაგან მეგობრების შეძენას. ბოკერია პირადად ათეულობით მილიონს ხარჯავდა სააკაშვილის ლობიზმზე. იქ ძალიან დიდი თანხაა ნაღდი გაცემული. 500 ათასი, 900 ათასი, ფაქტები დევს პროკურატურაში. ჩემი პრემიერობის დროს ვთქვი ეს საჯაროდ. აი ეს ფული მუშაობს დღესაც ბოკერია რომ უხვად ხარჯავდა,"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

"ივანიშვილის სტრუქტურების მასკარადში ნებაყოფლობით მონაწილეობას არ მივიღებთ"-ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ მას შემდეგ გააკეთა რაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის დაკითხვაზე დაიბარა. ბოკერია ამბობს, რომ სუს-ში  ხმის ტესტირებისთვის დაიბარეს. 

,,მაშინ როცა უმძიმესი გამოწვევები დგას მაშინ როცა ჩვენ უნდა გვქონდეს დისკუსია როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ კრიზისიდან რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა. გვაქვს კონკრეტული ინიციატივები. დგას ფუნდამენტური საკითხი რუსთავი2-ის და კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლის. ივანიშვილის სტრუქტურები გვთავაზობს ამ დამცინავ მასკარადში მონაწილეობას ნებაყოფლობით ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ," – აცხადებს გიგა ბოკერია. 

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...