მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალის რაიონი საქართველოს ნაწილია და საქართველოსთან ინტეგრაციის პროპაგანდას არ საჭიროებს –...

გალის რაიონი საქართველოს ნაწილია და საქართველოსთან ინტეგრაციის პროპაგანდას არ საჭიროებს – პაატა ზაქარეიშვილი

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გალის დე ფაქტო გამგებლის განცხადებას ეხმაურება.  "გალის რაიონი, ისევე, როგორც მთელი აფხაზეთის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლით და საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიად არის აღიარებული და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირი საქართველოს მოქალაქედ ითვლება. – აცხადებს  იგი  – შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს არ სჭირდება გალის რაიონში არანაირი პროპაგანდა იმ სიკეთეების შესათავაზებლად, რომლებსაც საქართველოს ყველა მოქალაქეს სთავაზობს. საკმარისია, ნებისმიერმა ადამიანმა ნახოს, რა ხდება გალის რაიონში და რა – ზუგდიდის რაიონში, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას თავად, ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე მიიღებს, . ქართული პრესით არანაირი პროპაგანდა არ ხდება. ამდენად, მიმაჩნია, რომ მისი ეს განცხადება არის მორიგი მცდელობა, გაამართლონ ბოლო წლების განმავლობაში გალის რაიონში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული რუსიფიკაციის პოლიტიკა და უსუსური არგუმენტი იმისთვის, რომ გალის რაიონის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციონ", – აცხადებს  ზაქარეიშვილმა.

 

შეგახსენებთ, გალის დე ფაქტო გამგებელმა  თემურ ნადარაიამ ქართული სახელმწიფო დაადანაშაულა გალის მოსახლეობის  გადაბირების მცდელობაში მედიასაშუალებებში მიმდინარე პროპაგანდით საქართველოსთან ინტეგრაციის სიკეთის შესახებ 

 . 


 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...