მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად მას ეს სურს თუ არ...

“ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად მას ეს სურს თუ არ სურს”. – ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით

Published on

 "ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად მას ეს სურს თუ არ სურს". – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე პრეზიდენტის ოფიციალური უარის კომენტირებისას და ამას პრეზიდენტის მხრიდან  "ცინიზმის ძალიან მაღალ დონედ" აფასებს. 

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,"ამაზე დღეს ვეღარ დავხარჯავ დიდ დროს, უფრო საინტერესო თემებზე მკითხეთ. მაგრამ, მთავარი, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და პირველ რიგში პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს გადასცდა და ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს. აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს,  თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. დადგება ეგ დროც", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

სიახლეები

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

საკადრო ცვლილებები უკრაინის დიპლომატიურ სამსახურში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო...