მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურების შემთხვევაში,,ხმის ამოღებას" აპირებს

ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურების შემთხვევაში,,ხმის ამოღებას” აპირებს

Published on

ეკონომიკის მინისტრის  დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  სასურველია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული.  ამის შესახებ მან დღეს მთავრობის  სხდომის შემდეგ ჟურნალისტების მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული  კითხვის პასუხად განაცხადა. 

ქუმსიშვილის განმარტებით, ათონელზე მდებარე რეზიდენციის არსებული სახით შენარჩუნების მიზნით, მთავრობას ყოველთვიურად "ფულის დახარჯვა" უწევს."ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, რომ შეშფოთება გამოთქვას ამ მიმართულებით. ერთადერთი, რაც შემიძლია მე დავამატო და დავამატო გულისტკივილით არის ის, რომ ეს შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფულია დახარჯული, თუ არ ვცდები 26 მილიონი, დღესდღეობით კი დაკეტილია და ჩვენ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ აღნიშნული შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა მოვახერხოთ. ამიტომ სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იქნას მიღებული", – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ  პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხზე მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება, ამ პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში კი, "ხმის ამოღებას" აპირებს. 

სიახლეები

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

საკადრო ცვლილებები უკრაინის დიპლომატიურ სამსახურში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო...