მთავარისიახლეებირეგიონებიზუგდიდის საკრებულოს წევრებს კახა მიქაიას და ცოტნე მურღულიას ...

ზუგდიდის საკრებულოს წევრებს კახა მიქაიას და ცოტნე მურღულიას ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება

Published on

დღეს გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზედაც საკრებულოს იურიდიული და სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ წარადგინა კომისიის დასკვნა, რომლის საფუძველზეც საკრებულოში    „ქართული ოცნების“ ქვოტით გასულ კახა მიქაიას  და  „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გასულ ცოტნე მურღულიას  ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.   საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კახა მიქაიასა და ცოტნე მურღულიას მიერ  სხდომების გაცდენა 6 თვეზე მეტი ვადით

კახა მიქაიას მიმართ ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა 24 დეპუტატმა, ცოტნე მურღულიას მიმართ  –   25-მა. ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიუღიათ საკრებულოს წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".

. უფლებამოსილება შეწყვეტილ  კახა მიქაიას საკრებულოში  პროპორციულ სიის მიხედვით  მისი ადგილმონაცვლე  ჯონი ზარანდია შეცვლის. რაც შეეხება ცოტნე მურღულიას, რომელიც  სოფელ კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატია,მისი შემცვლელი უნდა განსაზღვროს მომავალი წლის მაისში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით.

 კახა მიქაია მისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტასტან დაკავშირებულ  კომენტარებში ამბობს, რომ ღიმილით ხვდება ამ გადაწყვეტილებას. ,, ამ გადაწყვეტილებას  ხუთი თვეა ველოდები და დღემდე ვერ მიიღეს. ეს არის ოცნებაში პორტირებული ნაციონალების გადაწყვეტილება, იმ მიზნით, რომ   წამართვან ტრიბუნა. მიუხედავად ამისა, ჩემი კრიტიკული ხმა მომავალშიც იქნება ეთერში, თუ დღეს დავკარგე საკრებულოს ტრიბუნა, იმედი მაქვს წლებით დაკარგული რუსთავი 2-ის ტრიბუნა ღია იქნება ჩემთვის, – აცხადებს იგი.

 საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“   საკრებულოს დღევანდელ გადაწყვეტილებას  კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღებით გამოხატა ტავისი პრინციპული პოზიცია – არ ჩაერიოს   „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირებაში.

 

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...