მთავარისიახლეებისამართალიხალვაში: "დვალს და აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს"

ხალვაში: “დვალს და აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს”

Published on

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოოდ სასამართლოს სამივე ინსტანციის დასრულების შემდეგ ის გახდება რუსთავი 2-ის წილის 100%-ის მფლობელი, იგი წილის ნახევარს, ანუ 50%-ს დაუთმობს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, რომლებიც არიან ამ ტელევიზიის დამფუძნებლები და ასევე, პროკურატურის მეშვეობით ითხოვენ მათი წილების დაბრუნებას ტელევიზიაში. "მე გამარჯვებული ვარ მიუხედევად იმისა, თუ როგორ დამთავრდება საბოლოოდ სასამართლო. ჩვენ მივმართეთ დავის ცივილიზებულ ფორმას სასამართლოს და პირველმა ინსტანციამ ჩემ სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. მინდა მოვხსნა ყველა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნები რუსთავი 2", – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა აღდგეს არა მხოლოდ მასთან მიმართებაში, არამედ ყველა იმ პირისთვის, რომლებიც დაზარლდა "სააკაშვილის რეჟიმის დროს". "დღეს ჩემთან ერთად არიან აქიმიძე და დვალი, მე მინდა რომ ამ ბრძოლაში სამართლიანობა აღდგეს ყველა პირისთვის, რომელიც დაზარლდა სააკაშვილის რეჟმის დროს. მე დათოსთან ერთად ვილაპარაკე და შევთანხმდით იმაზ, რომ ჩვენი კომპანია პარიტეტულ საწყისებზე იქნება, ეს ჩემი კეთილი ნებაა. ხალხს უნდოდა, სამართლიანი იყოს ყველაფერი… ამდენად, თუ მე მეკუთვნის ტელეკომპანია რუსთავი 2, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. თვითონ დათო და ჯარჯი ამ კომპანიის საწყისში არიან. მე ამ კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ და ამ საქმინობას წარმართავენ დვალი, აქიმიძე და საყევარიშვილი", – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...