მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ალასანია: "გზა, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ "რუსთავი 2"-თან ბრძოლაში, არის ძალადობის...

ირაკლი ალასანია: “გზა, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ “რუსთავი 2”-თან ბრძოლაში, არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების გზა.

Published on

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიამ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ  "გზა, რომელიც აირჩია "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "რუსთავი 2"-თან ბრძოლაში, ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების გზაა, რის კონტექსტშიც, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ არ დაუშვას ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება.
"გზა, რომელიც აირჩია "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "რუსთავი 2"-თან ბრძოლაში, არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების გზა. ისევე როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის ოქტომბრამდე, ღამით, ფარულად და უპრინციპო მოსამართლის ხელით, ხელისუფლებამ მიიღო ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბოს პოლიტკური ვითარება. ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები საფრთხეს უქმნის არა მარტო მედია თავისუფლებას, არამედ ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ხელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, არ დაუშვას ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება, გააცნობიეროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მას დღეს აკისრია, დადგეს საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და უზრუნველყოს ძალის არ გამოყენება. 
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, დავგეგმოთ ერთობლივი შეხვედრა მართველ პოლიტიკურ კოალიციას და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მივმართავთ ყველა მხარეს თავი შეიკავოს ძალადობისგან. ჩვენი პოლიტიკოსების ვალია ვიპოვოთ გამოსავალი და არ დავაბრუნოთ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში.
ჩვენ "თავისუფალი დემოკრატები" ყველა ძალას ვიხმართ, რომ განვმუხტოთ ისტერიული ემოციური ფონი და პოლიტიკური პროცესები წარვმართოთ მშვიდ და გონივრულ გარემოში, რათა არ შეფერხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება", – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...