მთავარისიახლეებისამართალიდავით დვალი: "ეს ტელევიზია ჩემია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ იგი გაძლიერდეს"

დავით დვალი: “ეს ტელევიზია ჩემია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ იგი გაძლიერდეს”

Published on

დავით დვალი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი, რომელიც მოსამართლე ურთმელიძის გუშინდელი განჩინებით, ტელევიზიის მმართველად დაინიშნა, იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ის ქიბარ ხალვაშის წინადადებას დათანხმდა, რომ პარიტეტულად გაინაწილოს წილი მასთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად და უხელმძღვანელოს რუსთავი 2-ს. "მადლობა ბატონ ქიბარს იმ წინადადებისთვის, რაც მივიღეთ, მე და ჯარჯიმ, ჩვენ ვიყავით ერთად, ვისაც ეს ტელევიზია თავის დროზე წაართვა სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ და იმ დღიდან არ დაგვიკარგავს იმედი, რომ დავუბრუნებდით მას," – განაცხდა დვალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თმით, მან და აქიმიძემ 2012 წელს მიმართეს პროკურატურას ამ საქმის გამო და გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. დვალის თქმით, მას და ჯარჯი აქიმიძეს ჰქონდა საუბარი ქიბარ ხალვაშთან და მათი ხედვები ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით დაემთხვა, რის გამოც ის მის წინადადებას დათანხმდა. "ჩემი გადაწყვეტილება მიმაღებინა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და იმ ინფორმაციამა, რომელმაც დაგვანახა, რასთან გვაქვს საქმე", – განაცხადა დვალმა, მისივე თქმით, "ექსტრემისტების ჯგუფი ცდილობს ფარად ამოიფაროს ტელევიზია და გამოიყენოს ბრძოლის იარაღად" და ამ პროცესების შესაჩერებლად ის დათანხმდა ხალვაშის შეთავაზებებს. "მე ერთი რაღაც დავინახე, რომ ჩვენ თავის დროზე გვქონდა საშუალება, რომ ამოვფარებოდთ საკუთარ ჟურნალისტებს და დაგვეწყო ბრძოლა, გამოგვეყენებინა ეთერი, მაგრამ პრინციპულად არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება – ჟურნალისტების ჩაგვერთო იმ ბრძოლაში, რომელიც ჟურნალისტებს არ ეხება". დვალის თქმით, მას, როგორც ტელევიზიის დამფუძნებელს და რუსთავი 2-ის გულშემატკივარს, რომელსაც "ბევრი შრომა და ოფლი აქვს ჩადებული სრულიად უანგაროდ", ამოძრავებს ის მოტივაცია, რომ არ დაუშვას, "ტელევიზია ქაოსს შეეწიროს და რეიტინგის ვარდნა იყოს". "ვთვლი, რომ ეს ტელევიზია ჩემია და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტელევიზია გაძლიერდეს, დაფუძნებული იყოს თავისუფალი სიტყვის პრინციპებზე". დავით დვალის თქმით, ისინი არც ერთი თანამშრომლის დათხოვას არ აპირებენ რუსთავი 2-დან, გარდა გენდირექტორის და ფინანსური დირექტორისა. "ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს და არავინ არ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში, ჩენ ვილაპარაკეთ ქიბართან მაგ თემაზეც. თუ ვინმეს უხარია მთავრობაში, ახლავე ვაფრთხილებ, რომ არავის თავში არ მოუვიდეს, ერთი ზარი მაინც გააკეთოს ვინმესთან და ზეწოლა განახორციელოს ჟურნალისტებზე", – განაცხადა დავით დვალმა.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...