მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ საელჩო წულუკიანს განუმარტავს, რომ ყურადღება განცხადების არსებით ნაწილზე უნდა გამახვილდეს და...

აშშ საელჩო წულუკიანს განუმარტავს, რომ ყურადღება განცხადების არსებით ნაწილზე უნდა გამახვილდეს და არა დეტალებზე

Published on

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინელი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პასუხობს. ის ფიქრობს, რომ მნიშვნელობა არა დეტალებს, არამედ წამოწეულ საკითხებს აქვს.

"მოვისმინე იუსტიციის მინისტრის განცხადება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მთლიანობაში შევხედოთ იმას, რაც ელჩმა თქვა, მოგვარდეს ის საკითხები, რაც მან ამ განცხადებაში მკაფიოდ წამოწია და არ გამახვილდეს ყურადღება მხოლოდ ამ განცხადების პატარა დეტალებზე", – თქვა ბერლინელმა.

დღეს წულუკიანმა გავრცელებულ  განცხადებასთან  დაკავშირებით აშშ-ის საელჩოსგან განმარტება მოითხოვა."მე მინდა, მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში, განმიმარტოს, რას ნიშნავს "ღამით მომხდარი პროცესები" და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...