მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაქარეიშვილის განცხადებას აფხაზეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის შეთავაზებაზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა

ზაქარეიშვილის განცხადებას აფხაზეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის შეთავაზებაზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა

Published on

დეოკუპაციის გარეშე და რუსეთის ფაქტორის ნეიტრალიზების გარეშე სტატუსზე საქართველოს მხრიდან ნებისმიერი ინიციატივა აფხაზეთთან მიმართებაში არის ჩვენი ინტერესეისთვის საზიანო. რუსეთი ატრიალებს ამ აზრს ბოლო პერიოდია უკრაინაშიც და ჩვენთანაც. – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი  ელენე ხოშტარია პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველო მზადაა, ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება.  ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონსტიტუციის ფარგლებში მივაღწიოთ მათი როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო უფლებების დაცვას. საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გარკვეული ხედვები, მოსაზრებები, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, გვქონდეს მეტი გახსნილობა ამ მიმართულებით", – განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტები და ხედვები, თუ როგორი შეიძლება იყოს ფედერაციული მოწყობა.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...