ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია გაიმართა. ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტი დამსწრეებს საკრებულოს იურიდიულ-სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სარიამ გააცნო. კოდექსზე აზრი ფრაქციის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით დაადგინოს საკრებულოს წევრების მაღალპროფესიული და ეთიკური სტანდარტები, ხელი შეუწყოს საკრებულოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას და საკრებულოს წევრების მიერ მათი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას. ეთიკის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრი ვალდებულია დაიცვას საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, საკუთარი საქმიანობით გაიუმჯობესოს საკრებულოსა და მისი სტრუქტურების მუშაობა, აქტიურად ითანამშრომლოს მასობრივი ინფორმაციისბ საშუალებების წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრები ყველა ვითარებაში უნდა მოიქცნენ საზოგადოების მიერ მათდამი გამოხატული ნდობისა და საკრებულოს სტატუსის შესაბამისად. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, აღნიშნული ეთიკის კოდექსი ხელს შეუწყობს დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, ხოლო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოზრაობის წევრის ანა წითლიძის შეფასებით, დოკუმენტის მიღება დემოკრატიული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პრეცედენტია. აღნიშნულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებთან ერთად დაესწრნენ. შეხვედრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინიციატივით გაიმართა.
სიახლეები
საზოგადოება
ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია
ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...
საზოგადოება
თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...
საზოგადოება
საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად
26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...
საზოგადოება
კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...