მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსამართლე ურთმელიძემ რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად დანიშნა

მოსამართლე ურთმელიძემ რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად დანიშნა

Published on

ოტა ხნის წინ ცნობილი გახდა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შესახებ. ურთმელიძემ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ახალი დროებითი მენეჯმენტი დაუნიშნა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, არხის მოქმედი ხელმძვანელობის უფლებამოსილება შეჩერებულია.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, განჩინება დღეს გამოქვეყნა.

განჩინებაში ურთმელიძე მეხუთე მუხლში მიუთითებს, რომ "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი".

მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.

მეშვიდე პუნტქტით კი მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.

ურთმელიძე განჩინებაში ასევე წერს "დროებით მმართველს განემარტოს, რომ თუ ის (ისინი) არ შეასრულებს საწარმოს კეთილსინდისიერად მართვის მოვალეობას, იგი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ".

ურთმელიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განჩინების გამოქვეყნებისთანავე უნდა აღსრულდეს, ანუ 5 ნოემბერს.

სიახლეები

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...