მთავარისიახლეებიკონფლიქტებიევროსაბჭოში განიხილეს გენერალური მდივნის მიერ მომზადებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ .

ევროსაბჭოში განიხილეს გენერალური მდივნის მიერ მომზადებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ .

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებული კონსოლიდირებული ანგარიში სახელწოდებით „კონფლიქტი საქართველოში“ .

ანგარიში მოიცავს პერიოდს 2015 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით და მასში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც. სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და  კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ.

 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...