მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს ელჩი ,,ვაშინგტონ პოსტს'' აუწყებს, რომ "საქართველოში დემოკრატია და მედიაპლურალიზმი ყვავის"

საქართველოს ელჩი ,,ვაშინგტონ პოსტს” აუწყებს, რომ “საქართველოში დემოკრატია და მედიაპლურალიზმი ყვავის”

Published on

ვრცელდება აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის წერილი "ვაშინგტონ პოსტის" რედაქტორებისადმი სათაურით  "საქართველოში დემოკრატია და მედიაპლურალიზმი ყვავის" 

ელჩის მოსაზრები, "ვაშინგტონ პოსტში" 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "მთავრობის მიერ პოპულარული ტელეკომპანიის მითვისება დარტყმა იქნება საქართველოს დემოკრატიაზე" არასწორად იყო წარდგენილი საქართველოში არსებული მდგომარეობა დემოკრატიის კუთხით 
"მას შემდეგ, რაც 2012 წელს ახლანდელი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მედიაპლურალიზმისა და ადამიანის ბაზისური უფლებების გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველო თავისუფალი და დემოკრატიულია, როგორც არასდროს. "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს" 2015 წლის პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველომ 185 ქვეყანას შორის 69-ე ადგილი დაიკავა და 2012 წელთან შედარებით პოზიციები 35 პუნქტით გააუმჯობესა. ჩვენი პროგრესი ასახულია სახელმწიფო მართვის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშშიც, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 2012 წლის შემდეგ, საქართველომ ანგარიშვალდებულების კუთხით პოზიციები 16 ადგილით, კანონის უზენაესობის კუთხით – 19, პოლიტიკური სტაბილურობისა და მთავრობის ეფექტურობის კუთხით – 22, კორუფციის კონტროლის კუთხით კი, 23 ადგილით გააუმჯოსება", – ნათქვამია წერილში.
საქართველოს ელჩის მოსაზრებით, დავა "რუსთავი 2"-ის მფლობელობის საკითხზე უკავშირდება წარსულს, როცა "საკუთრების თვითნებური ამოღება და დაშინება საქართველოში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო". 

"დავის დარეგულირების ერთადერთი გზა კეთილსინდისიერი და გამჭვირვალე კანონიერი პროცესია, საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობით. სასამართლო გადაწყვეტს, ვინ არის კანონიერი მესაკუთრე. მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, საქართველოში დემოკრატია და კონკურენტუნარიანი მედიაგარემო აყვავებას გააგრძელებს", – წერს არჩილ გეგეშიძე.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...