მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პატრიოტთა ალიანსის'' მტკიცებით არჩევნები გაყალბდა

,,პატრიოტთა ალიანსის” მტკიცებით არჩევნები გაყალბდა

Published on

გუშინ ღამით  თითქმის 5 საათის განმავლობაში უჯარმის საარჩევნო უბანი პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ იყო პიკეტირებული. 

ირმა ინაშვილი მომხრეებთან ერთად ამ კონკრეტული უბნისა და მუხროვანის სამხედრო ნაწილის სპეც-უბანის მონაცემების ბათილად ცნობას ითხოვდა.

მისი მტკიცებით ამ უბანზე  მოხდა ბიულეტენების გაყალბება, ოთახში ჩაკეტეს მათი პარტიის წარმომადგენელი, ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და გათიშეს ელექტროენერგია.

საარჩევნო უბანთან შეკრებილებმა ადგილზე მისულ მუხროვანის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შენობაში შესვლის უფლებაც არ მისცეს. მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა პოლიციის დახმარებით  ჩატარებული კენჭისყრის შედეგების გადატანა საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ისინი უჯარმის 13-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა, ღამით მიიჭრნენ, თამარ ხიდაშელის მხარდამწერები ავრცელებენ ცნობას, რომ ალიანის წარმომადგენლები უშუალოდ უბანში შეიჭრნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, მოხდა მხოლოდ უბნის ბლოკირება.

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა. მის მხარდამჭერთა პროტესტს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ არჩევნებში აქტიურობდა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი

 

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...