მთავარისიახლეებიკულტურადღეს საქართველოში ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული იწყება

დღეს საქართველოში ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული იწყება

Published on

დღეს საქართველოში ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული იწყება. კვირეულის თემაა – კულტურული კავშირები და მიზნად ისახავს  ხაზი გაუსვას საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების საერთო კულტურულ ფასეულობებს  მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების, ლიტერატურისა და თეატრის დახმარებით.

კვირეული ტადება   ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით. მის ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში, მათ შორის ფოთში დაგეგმილ ღონისძიბებში  მონაწილეობას მიიღებს  30-ზე მეტი ხელოვანი ევროკავშირის რვა ქვეყნიდან: ლიტვიდან,  გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან , ბულგარეთიდან და საფრანგეთიდან. 

ღონისძიებები გაიმართება31 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე,   ფოთს გარდა თბილისში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, სიღნაღსა და რუსთავში. 

ნებისმიერ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიებათა ფართო სპექტრი შესაძლებლობას აძლევს ყველა მსურველს, შეიცნოს კულტურა, რომელიც გვაერთიანებს – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი.

 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...