მთავარისიახლეებისამართალისამართალდამცავთა დაცვის ლიგა აცხადებს, რომ ე.წ. ,,კორტების საქმეზე" აბსურდული და საქმისადმი შეუსაბამო...

სამართალდამცავთა დაცვის ლიგა აცხადებს, რომ ე.წ. ,,კორტების საქმეზე” აბსურდული და საქმისადმი შეუსაბამო გადაწყვეტილება იქნა მიღებული

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ კატეგორიულად არ ეთანხმება ე.წ. „კორტები სპეცოპერაციის“ საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის დღევანდელ განაჩენს.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ, როგორც იურისტებს, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოტანილი გადაწყვეტილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი საქმის არსებითი განხილვის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს. საქმეში არსებული არცერთი მოწმე და მონაწილე (მათ შორის განსასჯელი 7 “სპეცრაზმელი“) არ ადასტურებს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ რაიმე გარემოებას. ვინაიდან დღეს მხოლოდ სარეზულუციო და არა სამოტივაციო ნაწილი გამოცხადდა, სადაც მოსამართლემ დეტალურად უნდა იმსჯელოს თუ რას დაეყრდნო დღევანდელი გადაწყვეტილების გამოტანისას, ვიტოვებთ უფლებას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენოთ ჩვენი არგუმენტები თუ რა აბსურდული და საქმისადმი შეუსაბამო გადაწყვეტილება იქნა მიღებული მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის მხრიდან, ყოველივე ეს აისახება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავედ ხუთი ბრალდებულიდან ორი – ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე სცნეს.მათ საბოლოო სასჯელად 12-12  წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...