მთავარისიახლეებიპოლიტიკაფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებას მესამე სექტორში შეფასებები მოჰყვა

ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებას მესამე სექტორში შეფასებები მოჰყვა

Published on

ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებას მესამე სექტორში შეფასებები მოჰყვა. არასამთავრობოების ნაწილის აზრით, ეს ადასტურებს, რომ ისევ გრძელდება მოსმენები და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს ფაქტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ პასუხი გასცეს იმ კითხვას, რამდენად კანონიერად არის ჩანაწერი მოპოვებული. თუ ეს ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული და უკანონო მოსმენები კვლავ გრძელდება, ეს დანაშულია და  ამ დანაშაულისთვის ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს უსაფრთხოება დაცული იყოს, მაგრამ სახელმწიფოს უსაფრთოხებისთვის ასევე საფრთხის შემცველია თუ ხელისუფლება თავად არღვევს კანონს,“-განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

არსამთავრობოთა შეფასებით, ეს ჩანაწერები, უკანონო მოსმენებში ხელისუფლების ჩართულობაზე ან მის უსუსურობაზე მიუთითებს. ამ ვითარებაში კი, როგორც აცხადებენ, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"არ არის საინტერესო ამ პროცესებში უკრაინის სახელმწიფო მოხელის პოზიცია და ის არ უნდა ერეოდეს მიმდინარე პროცესებში. ამ ჩანაწერებმა ნიკა გვარამიას მიმართ ხელისუფლების მუქარა და შანტაჟი დაადასტურა,“-განაცხადა რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ.

მათ აქვთ კითხვები, რომ თუ შესაბამისმა ორგანოებმა იცოდნენ ამ ჩანაწერების შესახებ, რატომ არ მოხდა დროული რეაგირება. ისინი გავრცელებას დღევანდელ სასამართლო პროცესს უკავშირებენ.

„ბარიკადებს, რევოლუციას ვერ ვხედავთ, რომც ყოფილიყო ეს მიხეილ სააკაშვილის გეგმა, ნაციონალური მოძრაობის წევრები და ტელეკომპანიის მენეჯმენტი მას არ დაეთანხმა, რადგან მსგავსს ვერაფერს ვხედავთ რუსთავი 2-ის ეზოში,“-განაცხადა მედიამკვლევარმა, ნინო დანელიამ.

სიახლეები

ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განათლების რეფორმას ეწინააღმდეგებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოებისთვის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მიუღებელია. "3 თებერვალს...

ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის, 10 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული...

პოლონეთი უკრაინისთვის $55-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

კიევში ვიზიტის დროს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის ამზადებს ახალ, 200...

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – დაკავებულია 39 პირი

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს- ცნობით, ორ დღეში სამართალდამცველებმა 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი,...